სერ ელტონ ჯონი

სერ ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტი პნევმონიის გამო შეწყვიტა

სერ ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტი პნევმონიის გამო შეწყვიტა.

72 წლის მუსიკოსმა კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმა დაკარგა და იძულებული გახდა, სცენა დაეტოვებინა.

"უბრალოდ სრულად დავკარგე ხმა. სიმღერა არ შემიძლია. უნდა წავიდე. ბოდიში", - უთხრა მან აუდიტორიას.

ელტონ ჯონს სცენაზე ცრემლების წამოუვიდა.

მსმენელებმა ის ხანგრძლივი ტაშით და ოვაციებით დააჯილდოვეს. მუსიკოსმა დარბაზი სხვების დახმარებით დატოვა.

კონცერტის დაწყებამდე ელტონ ჯონმა დარბაზში შეკრებილებს უთხრა, რომ მას ატიპური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

ახალ ზელანდიაში დაგეგმილი კონცერტი ელტონ ჯონნის Farewell Yellow Brick Road ტურის ერთ-ერთი პირველი შოუ უნდა ყოფილიყო.

"მე გულით ვუკრავდი და ვმღეროდი მანამ, სანამ ხმა არ დავკარგე. იმედგაცრუებული, ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან ვწუხვარ. ძალიან დიდი მადლობა წარმოუდგენელი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. უსაზღვროდ მადლიერი ვარ. გკოცნით, ელტონი", - დაწერა მან ტვიტერზე.

კომენტარები