სერ ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის თქმით, 77 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა

ელტონ ჯონი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა 1-ელ დეკემბერს თეატრში მაყურებლებს უთხრა, რომ 77 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა

Tiny Dancer-ისა და Rocket Man-ის ავტორი ლონდონში ერთ-ერთი დადგმის პრემიერას დაესწრო, თუმცა თქვა, რომ მან პერფორმანსის ყურება ვერ შეძლო. 

"როგორც ზოგმა უკვე იცით, მე [ჯანმრთელობის] პრობლემები მქონდა და ახლა მხედველობაც დავკარგე. ვერ შევძელი, პერფორმანსისთვის მეყურებინა, თუმცა მაინც ვისიამოვნე". - Daily Mail-ის ცნობით, თქვა ჯონმა. 

რამდენიმე დღის წინ მომღერალმა თქვა, რომ თვალის ინფექციის გამო, მარჯვენა თვალით ვერ ხედავდა, ხოლო მარცხენა "საუკეთესო [მდგომარეობაში] არ იყო".

ჯონი 1-ელ დეკემბერს ეშმაკს აცვია პრადას მიუზიკლის პრემიერასთან დაკავშირებით წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. 

თეატრში მაყურებლებთან საუბრისას ელტონ ჯონმა მეუღლეს, დევიდ ფურნიშს მადლობა გადაუხადა, რომელიც, ჯონის თქმით, მისი "როკია". 

ელტონ ჯონმა პოპულარობა 70-იანების დასაწყისში მოიპოვა თავისი როკ-სიმღერებითა და ბალადებით, რომლებსაც ხშირად ფორტეპიანოთი ასრულებდა. 2018-2023 წლებში ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურები მოაწყო და ამით საკონცერტო მოღვაწეობა დაასრულა. 

ელტონ ჯონს ეკუთვნის ისეთი ლეგენდარული ალბომები, როგორებიცაა "Goodbye Yellow Brick Road" (1973), "Tumbleweed Connection" (1970), "Honky Château" (1972), "Madman Across The Water" (1971) და სხვა. 

კომენტარები