კობი ბრაიანტი

NBA-ის All Star-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

https://www.complex.com/

NBA- ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ორგანიზაციის კომისარმა, ადამ სილვერმა თქვა და აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტი All Star-ის მატჩთან ასოცირდება და ამ თამაშის სულისკვეთების სიმბოლოა. 

"მას ყოველთვის მოსწონდა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში და თავისი უმაღლესი დონის კალათბურთით მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებდა"- თქვა კომისარმა.  

26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. 

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა.

კომენტარები