ამერიკის სატელევიზიო აკადემია კალათბურთელსა და რეჟისორს, კობი ბრაიანტს ლოს-ანჯელესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს.
EMMY-ს დაჯილდოების რიგით 72-ე ცერემონიალი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართება.
NBA-ს ვარსკვლავისთვის ეს რიგით მეორე ჯილდოა, რომელიც ხელოვნების სფეროში მიიღო. 2018 წელს ბრაიანტმა ოსკარი მოიპოვა მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – Dear Basketball .
ლეგენდარული კალათბურთელი მიმდინარე წლის იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.