გიგი უგულავას საქმე

რატიანი: თალაკვაძე პარტნიორებთან ამბობდა, დევნა შეწყდებაო, ჩამოსული არ იყო, უგულავა დააკავეს

ღიად ჰქონდა ნათქვამი ივანიშვილს, რომ პროტესტი თუ არ შეწყდება ყველა, წავა ციხეში. თალაკვაძეს ურჩევნია, რომ თავზე ლაფი დაისხას. მას შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა.თალაკვაძე ამბობდა ჩვენს პარტნიორებთან, რომ დევნა შეწყდება და არ იყო ჩამოსული, როცა დააკავეს უგულავა. ეს არის მისი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა. წაკითხვის და შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ. 30 წერილი იყო და უგულავას ყველა მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. 

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს პასუხობს, რომელმაც გუშინ, 15 თებელვალს თქვა, რომ პროკურატურა უგულავას საპროცესოს სთავაზობდა და თანაგუნდელებმა უარი ათქმევინეს.

კომენტარები