შალვა რამიშვილი

რამიშვილი: ქართულ ჟურნალისტიკაში 80% არიან ქაჯები, გოიმები და უვიცები

ეს არის ყოვლად ქაჯური და გოიმური ტრენდის გამოვლინება, რომელიც, სხვათა შორის, დაამკვიდრა ეროსი კიწმარიშვილმა, თავის დროზე, როდესაც ჟურნალისტები რაღაც ხელშეუხებელ, მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, არსებებად გამოიყვანა. ქართულ ჟურნალისტიკაში 80% არიან ქაჯები, გოიმები და უვიცები, სტარები. მე არ ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც შრომობენ სიუჟეტებს აკეთებენ, მაგრამ ე.წ სტარები არიან ასეთები, როგორსაც მე ვამბობ. მე არ ვარ მათი ამქრის წევრი, არც არასდროს ვიყავი და პირდაპირ გეუბნებით, რომ უვიცი, ქაჯი, გოიმი ხალხია. და, ეს რაღაც აპლომბი, კრიტიკის მიღმა, რომ არის ვიღაც, ეს არის ქაჯური, გოიმური ამბავი. 

შალვა რამიშვილი საკუთარ გადაცემაში, სადაც ანრი ოხანაშვილი ჰყავდა სტუმრად, ინგა გრიგოლიას განცხადებას აფასებს, რომლითაც მან ოხანაშვილს უპასუხა, მას შემდეგ რაც დეპუტატმა ტვ პირველის ჟურნალისტს თამარ ჩიხლაძეს, გადაცემაში ვახტანგ რობაქიძის მიწვევის გამო, ამორალური და უზნეო უწოდა. ამავე განცხადებაში გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებთან საუბრის ტონს აკრიტიკებს.

კომენტარები