ზვავი

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა, მაშველები რუს ტურისტს ეძებენ

centreavalanche.qc.ca

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. დაკარგულია ერთი ტურისტი. 

ზვავის ჩამოწოლის დროს ადგილზე რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, სამაშველო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ისინი აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. 

ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები დაბალი ხილვადობის გამო შეწყდა. სამუშაოები ხვალ, 16 თებერვალს, გათენებისთანავე დაიწყება.

კომენტარები