ირაკლი კობახიძე

კობახიძე: დასავლელმა პარტნიორებმა იციან, ოპოზიცია სუსტია, გვეუბნებიან, იქნებ მხრებით ვათრიოთ

არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების, კონგრესმენების საუბრებიდან. ლოგიკა შემდეგია - ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი. ამ სიძლიერეში ხალხის მხარდაჭერა იგულისხმება.  

ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია უკიდურესად სუსტია ამ ვითარებაში. იციან ნაცმოძრაობის წარსულის შესახებ. შესაბამისად მათი პოზიცია არის ასეთი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს - კი ბატონო, არის ცუდი და სუსტი ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ. 

გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ.

თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები