ცნობილი ადამიანები

მაილი საირუსმა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო - ვიდეო

მარკ ჯეიკობსის შემოდგომა/ზამთრის 2020 წლის კოლექციის ჩვენებას სპეციალური სტუმარი - მაილი საირუსი ჰყავდა.

27 წლის ამერიკელი მომღერალი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაილი საირუსი მოდის ჩვენებაში იღებს მონაწილეობას: 2014 წელს ის ჯერემი სკოტის საგაზაფხულო კოლექციის შოუზეც გამოჩნდა, მას წარსულში მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს სხვადასხვა მოდის სახლის კამპანიებში.

მარკ ჯეიკობსის ჩვენება გუშინ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. დიზაინერის თქმით, კოლექციის თემა ქაოსი და ფორმები იყო. 

კომენტარები