დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი გადადგა, პოსტს რიში სუნაკი დაიკავებს

რიში სუნაკი
Reuters

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი თანამდებობიდან გადადგა. ბრიტანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ჯონსონს სურდა ჯავიდი განახლებულ მინისტრთა კაბინეტში დარჩენილიყო, თუმცა სურდა ჯავიდს მისი მთავარი მრჩევლები დაეთხოვა და ახალი, მის მიერ შეთავაზებული კანდიდატებით ჩაენაცვლებინა, რასაც უთანხმოება მოჰყვა.

გასულ წელს ჯავიდსა და ჯონსონს შორის ამ საკითხზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მისი მრჩეველი ჯავიდის თანხმობის გარეშე ჯონსონის მთავარმა მრჩეველმა დომინიკ კამინგსმა გაათავისუფლა.

ჯავიდის პოსტს 39 წლის რიში სუნაკი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე სახაზინო მდივნის თანამდებობაზე იყო.

ჯონსონმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი ჯულიან სმიტი, ბიზნესის მინისტრი ანდრეა ლიდსომი და გარემოს დაცვის მინისტრი ტერეზა ვაილერსი.

მათი შემცვლელების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებდა, მას შემდეგ, რაც პრემირმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. იქამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. რიში სუნაკი პირველი ეთნიკურად ჰინდუსი იქნება ბრიტანეთის კაბინეტში.

კომენტარები