მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

გოცირიძე: გიგი უგულავას დაპატიმრებით ქართულ ოცნებას ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნა

ამ პირობებში, ამ შემოთავაზებებით დიალოგს არ აქვს არავითარი აზრი, ვინაიდან ქართულ ოცნებას დიალოგი არ უნდა. ისინი არ არიან მზად კომპრომისისთვის, მათ უნდათ დროის მოგება, უნდათ კვლავ მოატყუონ ამომრჩეველი, საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნათ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე. ცნობისთვის, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვა. სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ოპოზიციური ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილები, სადაც ხელისუფლებისთვის წარსადგენ კომპრომისულ საარჩევნო სისტემას ამუშავებდნენ.

კომენტარები