გიგი უგულავას საქმე

ხაზარაძე: შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი, შეიძლება, ერთერთი პირველი მეც დამიჭირონ

აქ არ არის მთავარი კითხვა, ვინ იქნება შემდეგი. შემდეგი ამ სისტემაში შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ერთერთი პირველი შეიძლება, მეც ვიყო. ამიტომ, მე მინდა, ცოტა დიდი სურათი დავინახოთ, რანაირი ქვეყნისკენ მივემართებით, რანაირი ქვეყანა შეიქმნა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში და აქ ყველაზე მთავარი კითხვაა - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ამდენწლიანი უსამართლობა, რომელიც ამ ქვეყანაში გადადის ხელიდან ხელში, მმართველიდან მმართველში, პროკურორი ერთი ხელიდან მეორე ხელში, ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული, სასამართლო არის პოლიტიზებული, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. ეს არის მთავარი კითხვა.

დამიჭერს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მე, შეიძლება, ვიღაცას გაუხარდეს, ვიღაცას ეწყინოს, მაგრამ ამ ქვეყანას რა ეშველება, ეს არის ჩემთვის ერთერთი მთავარი კითხვა

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და გიგი უგულავას დაპატიმრებაზე.

კომენტარები