ოცნება ჩემთვის არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ დაეჯერება დაპირება. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უმძიმეს კრიტიკაზე თქვა, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ნაციონალური მოძრაობის მიერ ტვინარეული ადამიანები. ნაციონალური მოძრაობა ბუნებაში არ არსებობდა, როცა ამერიკა ჩვენ გვეხმარებოდა. ოცნებამ აჩვენა, რომ შიგნით არ არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური განჭვრეტის უნარი აქვთ ან მათი ნათქვამი დაიჯერება. მე მინდა, მივმართო მათ, შეიძლება [ოცნებაში] არიან ადამიანები, რომელთან ერთადაც 2012 წლამდე დემოკრატიისთვის ვიბრძოდით - აუცილებლად ჩამოშორდით, არ გჭირდებათ მეშჩანური სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა. ეს არ არის უგულავას საქმე, ეს არის საქმე - საქართველო დასავლეთით თუ ჩრდილოეთით.
გიორგი მარგველაშვილი
მარგველაშვილი ოცნების წევრებს: არ გჭირდებათ მეშჩანური სოფლის დიქტატურაში მონაწილეობა
tbl.ge/4fns
დაკოპირდა
თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- მარგველაშვილი ოპოზიციას: პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული, ეს დაძაბავს სიტუაციას
- იონათამიშვილი: ენმ-ს ძალიან გაუჭირდა, რომ ასეთი ვადაგასული პოლიტიკოსი უნდა თავმჯდომარედ
- წულუკიანი მარგველაშვილზე: იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია
- მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე: 100%-ით ტყუილია, არც შემოთავაზება, არც განხილვა არ ყოფილა
- მელია: მარგველაშვილი გახდება ენმ-ს თავმჯდომარე და მე გავხდები მეოთხე პრეზიდენტი