აშშ-ჩინეთი

აშშ-მა 4 ჩინელ სამხედრო ჰაკერს საკრედიტო ბიუროდან ინფორმაციის მოპარვისთვის ბრალი წარუდგინა

AP

2017 წელს ჰაკერებმა ამერიკული საკრედიტო ბიუროდან Equifax მომხმარებლების პირადი ინფორმაცია, მათ შორის სახელები და მისამართები, მოიპარეს. ინფორმაციის მოპარვა 147 მილიონ ამერიკელს შეეხო.

ამერიკელებთან ერთად ბრიტანელი და კანადელი მომხმარებლის ინფორმაციაც მოიპარეს. 

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ოთხი ეჭვმიტანილი ვუ ჭიიონგი, სუ ციანგი, სუ ქე და ლიუ ლეი, სახალხო გამათავისუფლებელი არმიის 54-ე კვლევითი ინსტიტუტის წევრები არიან. დოკუმენტების მიხედვით, 2017 წელს ისინი ბიუროს სისტემის უსაფრთხოების ქსელებში შეიჭრნენ და პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ინფორმაციასთან ერთად მათ ვაჭრობასთან დაკავშირებული საიდუმლოც მოიპარეს.



ფოტო: BBC

დამნაშავეების ადგილმდებარეობა უცნობია. FBI-ს აღმსარულებელი დირექტორის დევიდ ბოუდიჩის თქმით, მათი დევნა, სასამართლოს წინაშე წარდგენა და დაპატიმრება ამჟამად ვერ მოხდებოდა.

ბოუდიჩმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს ინფორმაცია მომხმარებლების საბანკო ანგარიშის და საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენეს. 

გენერალურმა პროკურორმა ვილიამ ბარმა შემთხვევა ისტორიაში ერთერთ უდიდეს ინფორმაციის მოპარვად შეაფასა.

ბიუროში 820 მილიონი მომხმარებლის და 91 ბიზნესის შესახებ ინახება ინფორმაცია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კენ შუანგმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ჩინეთს მთვრობას, სამხედრო ძალას და მისი პერსონალს კიბერ ინფორმაციის მოპარვაში მონაწილობა არასდროს მიუღია. მან ისიც თქვა, რომ კიბერ დანაშაულსა და მიყურადებაში ჩინეთი აშშ-ის მსხვერპლი თავად იყო.

კომენტარები