ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტი

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ინფორმაცია ტაბულას თავად ქუცნაშვილმა დაუდასტურა. ასევე, ინფორმაციას ადასტურებენ ნავთობის და გაზის კორპორაციაში.

ქუცნაშვილი არ პასუხობს კითხვას, რამდენი წლით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, ასევე რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა.

გარდაბნის თბოსადგურის 49.092%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, 50.9%-ის მფლობელი - ნავთობის და გაზის კორპორაცია.

გარდაბნის თბოსადგურში დანიშვნამდე ქუცნაშვილს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობა სურდა, თუმცა, მთავრობამ მისი კანდიდატურა GNCC-ის არ წარუდგინა.

მანამდე კი ქუცნაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი იყო. მანდატი მან 20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მასპინძლობის შემდეგ დატოვა - გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, რასაც შემდეგ საპროტესტო აქციები და "გავრილოვის ღამე" მოჰყვა.

კომენტარები