ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი: მართლმადიდებლობის ასამბლეის აქ გამართვა ხელს შეუწყობდა პილიგრიმულ ტურიზმს

parliament.ge

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის" გამართვას საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის განვითარება უნდა მოჰყოლოდა. ყოფილი დეპუტატი ასამბლეის შემდეგ მომხდარზე პასუხიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ პილიგრიმული ტურიზმის განვითარების ნაცვლად, "უპასუხიმგებლო ოპოზიციის საქციელის შედეგად, საქართველო დადგა სერიოზული დარტყმის ქვეშ, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით".

"ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში გვაქვს ეკონომიკური ინტერესი, კერძოდ, პილიგრიმული ტურიზმის განვითარება. მოგეხსენებათ, ტურიზმი ეკონომიკის ერთერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში, ხოლო ტურიზმში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეობა ეს არის, პილიგრიმული ტურიზმი. საქართველო თავისი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობით უმდიდრესი ქვეყანაა. ჩვენ საბერძნეთს და ისრაელს თავისუფლად ვუწევთ კონკურენციას რელიგიური ძეგლების მრავალფეროვნებით და ბუნების ძეგლებთან ერთად, ბუნებრივია. საქართველოში ამ ასამბლეის გამართვა თვისობრივად ხელს შეუწყობდა პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას," - ამბობს ქუცნაშვილი. 

სწორედ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა ჯერ ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი, შემდეგ კი 20 ივნისის საპროტესტო აქცია, რომელიც დარბევით დასრულდა. 

კომენტარები