გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: ივანიშვილი დაიმუქრა, რომ დიდი ხნით ჩასვამს ლიდერებს, უგულავა ერთერთი სამიზნეა

ივანიშვილმა გამოაცხადა, დაიმუქრა, რომ დიდი ხნით ჩასვამს ლიდერებს ციხეში და გიგი უგულავა რომ ერთ-ერთი სამიზნეა ყველამ ვიცით. მოეგება გონს [ივანიშვილი] და ამას არ იზამს, თუ გააგრძელებს ამ აგონიას, ასლან აბაშიძის სტილში მოქმედებას და შემდგომ დაპატიმრებებს პოლიტიკური ლიდერების, არ ვიცი. ჩვენ და გიგი პირველ რიგში, წარსული გამოცდილებითაც, ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები