ტაილანდი

ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელიც სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

ტაილანდის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

BBC-ის ინფორმაციით, 32 წლის ტაილანდელმა ჯარისკაცმა ჯაკრაპანტ ტომამ, ტაილანდის ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა. 

სავაჭრო ცენტრის შენობაში რამდენიმე საათიანი სროლის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა.

ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანამდე, უმცროსმა ოფიცერმა მეთაური მოკლა და სამხედრო ბაზიდან იარაღი გაიტაცა. ის სავაჭრო ცენტრში მისვლამდე, ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით ისროდა.

კომენტარები