კორონავირუსი

მოსკოვის მეტროში პრანკერები გამოჩდნენ, რომლებიც კორონავირუსზე ხუმრობენ [ვიდეო]

რუსეთში, მოსკოვის მეტროში პრანკერები გამოჩდნენ, რომლებიც ახალ კორონავირუსზე ხუმრობენ და ვიდეოებს იღებენ. 

პრანკერების გამოჩენას მოსკოვის მეტრო სოციალურ ქსელში ეხმაურება. ტვიტში ვკითხულობთ, რომ პრანკერების ქცევა არა ხუმრობა, არამედ ხულიგნობაა. მოსკოვის მეტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ინფორმაციას სამართალდამცავებს მიაწვდიან, რათა ისინი იპოვონ და დასაჯონ. 

სოციალურ ქსელში გვერდი "მოსკოვის მეტროში გაგონილი" წერს, რომ 5 თებერვალს მეტროში 2 ადამიანი სპეციალური დამცავი სკაფანდრით გამოჩნდა, მათთან ერთად კი 7 ჩინელი იყო, რომლებიც ახველებდნენ და აცემინებდნენ.  


ფოტო: Подслушано Метро Москвы
იმავე დღეს, Facebook-ზე ფაქტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.  

2 თებერვალს YouTube-ზე პრანკერმა, სახელად Aleks Pranks, ვიდეო გამოაქვეყნა. პრანკერები, დამცავი სკაფანდრებით, მეტროს მგზავრებს ეუბნებიან, რომ კორონავირუსი აქვთ და ვაგონებიდან გაჰყავთ. 

კომენტარები