ნარკოდანაშაული

შსს: ფოთში 26 შეკვრა მეტადონი და 5 შეკვრა კოკაინი ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს. 1982 წელს დაბადებულ დ.წ- ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. 

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 5 შეკვრა „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს",-წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები