ქურდობა

შსს: აკუმულატორების მოპარვის ბრალდებით თბილისში ძმები დავაკავეთ

შსს/youtube

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძმები - 1993 წელს დაბადებული ა. წ. და 1997 წელს დაბადებული გ.წ. ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულებმა ნაძალადევის რაიონში მათ მიერ ჩადენილი კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარეს. სამართალდამცველებმა მოპარული აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები