ოპოზიციის გეგმები

პიკეტის დაწყებამდე, უმრავლესობამ სხდომა ჩანიშნა და დეპუტატები პარლამენტში ადრე შევიდნენ

ტაბულა

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დაგეგმილი არ იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავენ. მან გამორიცხა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციისთვის ახალი შეთავაზება განიხილონ. მისი თქმით, ამ საკითხს არ გადახედავენ.

პარლამენტის გარეთ კი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა. ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებენ.

"გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები, იმისთვის, რომ არ გაევლოთ სირცხვილის კორიდორში. კი ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები, დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. კი ბატონო, ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა" - თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

კომენტარები