ტრანსფობია

"სპარის" თანამშრომელზე ტრანსფობიურ ნიადაგზე იძალადეს, ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში მათ მიმართა ტრანსგენდერმა ქალმა, რომელმაც თქვა, რომ თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ "სპარში", მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, მიმართეს პოლიციას, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო და ბრალდებული ძალადობის მუხლით დააკავეს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივიც.

აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ქალი ამ ინცინდენტის შემდეგ და დამატებით მძიმე სამუშაო პირობების გამო, იძულებული გახდა სამუშაო დაეტოვებინა.

კომენტარები