ენმ

ენმ: მდინარაძე ტყუის, ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე ქუთელიას ხელმოწერა არაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ ენმ-ის მხრიდან ხელს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში ბათუ ქუთელია აწერს ხელს. 

ამის შესახებ ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა და ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის. 

"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, წარმოდგენილია ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. 

მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. აქ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა, ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა, ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა," - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

3 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხელშეკრულებას ხელს აწერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია.

კომენტარები