ინფლაცია

იანვარში ინფლაციამ 6.4% შეადგინა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნული 3%-ია.

წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.7% იყო.

გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებითაა გაძვირებული სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (8.2%).

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.

კომენტარები