ცნობილი ადამიანები

პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი.

პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ - ამის შესახებ განცხადება მათ Hollywood Reporter-ზე გამოაქვეყნეს.

წყვილმა ქორწილი საიდუმლოდ მალიბუზე, 20 იანვარს გადაიხადა.

განცხადებაში პამელა ანდერსონი წერს, რომ ის და პიტერსი ამიერიდან განცალკევებულად იქნებიან და ამიტომ ქორწინების დამადასტურებელ სერტიფიკატს აღარ გააკეთებენ.

"ჩვენ მადლობლები ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის იმაში, რომ რაღაც დროს განცაკლევებულად გავატარებთ, რათა გადავაფასოთ რა გვსურს ცხოვრებისგან და ერთმანეთისგან.

ცხოვრება თავგადასავალია და სიყვარული პროცესია. ამ უნივერსალური სიმართლით გონებაში, გადავწყვიტეთ არ ავიღოთ ქორწინების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ჩვენი რწმენა პროცესს მივანდოთ. მადლობა ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემისთვის", - წერია განცხადებაში.

ქორწინების შემდეგ, 22 იანვარს, პამელა ანდერსონმა ტვიტერზე ფოტო დადო, სადაც ის და ჯონ პიტერსი ერთად არიან და ფოტო 1989 წელს არის გადაღებული.

"პამელა პიტერსი", - აწერია ფოტოს აღწერად.

კომენტარები