ელექტროენერგიის შეზღუდვა

საბურთალოს რაიონის ნაწილს 1 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Creative commons

საბურთალოს რაიონის ნაწილს 1 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

01 საათიდან 02 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები