რუსული ოკუპაცია

PACE რუსეთს: შეწყვიტეთ საქართველოს რეგიონებში საზღვრის უკანონო გავლება და მცოცავი ანექსია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე უკანონო ქმედებებზეც არის საუბარი. 

"ევროსაბჭო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, განგრძობადი საზღვრის უკანონო გავლებისა და მცოცავი ანექსია გამო. ასევე, შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სახმედრო აგრესიის გამო,"- წერია რეზოლუციაში. 

ევროსაბჭო დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს და დაასრულოს საქართველოს რეგიონებში უკანონო საზღვრის გავლება და მცოცავი ანექსია. ასევე დაჟინებით მოუწოდებს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერა. 

ევროსაბჭო რუსეთს ასევე მოუწდებს, შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ანექსია, რასაც ევროსაბჭო რუსეთისგან მოითხოვდა 2014, 2015, 2016, 2018 და 2019 წლების რეზოლუციებითა და სხვა საშუალებებით. 

რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 30 იანვარს 49 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღო. 

რეზოლუცია ევროსაბჭოს წევრ 10 ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეხება. საქართველოსთან ერთად, ამ ათ ქვეყანაში უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, თურქეთი, რუსეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და სერბეთი არიან. 

რას მოუწდებს ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები