არჩევნები 2020

ხუნდაძე: არავითარი საზოგადოების მოთხოვნა პროპორციული არჩევნები არ იყო

არავითარი საზოგადოების მოთხოვნა პროპორციული არჩევნები არ იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს იყო იმ მცირე ჯგუფის შექმნილი აჟიოტაჟი და წარმოჩენა ისე, თითქოს ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, რომ პროპორციული სისტემა იყო მოთხოვნადი საზოგადოებაში. თუ საზოგადოებაში ამის მოთხოვნა არსებობს, მაშინ ეს ჯგუფი, ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი არ იქნებოდა ქუჩაში მარტო და მასთან ერთად იქნებოდა საზოგადოება

ე.წ მეამბოხე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე. 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების დაპირების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო. NDI-ის გამოკითხვით, მოსახლეობის უმეტესობა პროპორციულ არჩევნებს მხარს უჭერს.

კომენტარები