კობი ბრაიანტი

პეტიციას, რომელიც NBA-ს ლოგოზე ბრაიანტის გამოსახვას ითხოვს, მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

change.org

კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ შეიქმნა პეტიცია, რომელიც ითხოვს ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგას NBA-ს ლოგო შეეცვალოს და მასზე ბრაიანტის გამოსახულება დაიტანონ.

პეტიციას ამ დროისათვის 1,500,000-მდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ავტორი წერს, რომ ცვლილების მიზანი ბრაიანტი NBA-ს ლოგოზე დატანით უკვდავი გახადონ. მხარდამჭერებმა ახალი ლოგოს დიზაინებიც შექმნეს:

NBA-ს ამჟამინდელი ლოგო 1971 წელს ალან სიგელმა შექმნა და მასზე ლოს ანჯელეს ლეიკერსის კიდევ ერთი კალათბურთელი, ჯერი უესტია გამოსახული რომელიც ახლა 81 წლისაა.

უესტი კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს შვილის დაკარგვასავით განიცადა. მას კომენტარი არ გაუკეთებია ლოგოს ცვლილებაზე. ჯერ-ჯერობით უცნობია განიხილავს თუ არა NBA პეტიციის მოთხოვნას.

კომენტარები