ცნობილი ადამიანები

ირინა შეიკი: ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე

Marie Claire

ირინა შეიკმა ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში თავისი ბავშვობა გაიხსენა.

34 წლის მოდელი რუსეთში, ჩელიაბინსკის რაიონ იემანჟელინსკში იზრდებობდა, მამამისი ქვანახშირის მომპოვებელი იყო, დედა კი საბავშვო ბაღში პიანინოს დაკვრას ასწავლიდა.

"ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე. ვგრძნობდი, რომ ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, არ ვიცი რატომ. ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ მამაჩემს ყოველთვის უნდოდა ბიჭი", - თქვა მან.

ირინა შეიკი 14 წლის იყო, როდესაც მამა უეცრად პნევმონიით გარდაეცვალა. ოჯახში მხოლოდ ირინა, მისი და და დედამისი დარჩნენ.

"როდესაც მამა გარდაიცვალა, ვიფიქრე, რადგან ბიჭი მე ვიყავი ოჯახისთვის უნდა მიმეხედა. ვუთხარი ჩემს თავს, რომ არასდროს ვიქორწინებდი. ცხადია, დროის გასვლის შემდეგ შემიყვარდა, რომ ქალი ვარ. თუმცა, ის გრძნობა მახსოვს", - თქვა მან.

ინტერვიუში ირინა შეიკმა ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ცხოვრებასა და მარტოხელა დედობის სირთულეებზეც ისაუბრა.

კომენტარები