26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.
კობი ბრაიანტი 1978 წელს ფილადელფიაში დაიბადა და 3 წლიდან კალათბურთს თამაშობდა. 1996 წელს ის Lower Merion-ის სკოლიდან NBA-ს დრაფტზე საკალათბურთო გუნდმა Charlotte Hornets-მა მე-13 არჩევნად აიყვანა, თუმცა 17 წლის ბრაიანტი ზაფხულშივე ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა.
კობი ბრაიანტმა თავისი მთელი კარიერა, 20 წელი ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გაატარა. ამ გუნდთან ერთად ის NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი გახდა, ორჯერ გახდა ფინალური სერიების MVP და ოთხჯერ მოიპოვა ოლ სტარის MVP-ის წოდება.
"შავმა მამბამ" 2016 წელს საკალთბურთო კარიერა დაასრულდა და ბოლო თამაშში ლეიკერსის მაისურით 60 ქულა ჩააგდო.