კობი ბრაიანტი

"მამბა ყოველთვის" - ცნობილი ადამიანები კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურებიან

GETTY

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ლეგენდარული  წლის კალათბურთელი კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. 

კობი ბრაიანტთან ერთად გარდაიცვალა მისი 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტიც.

კალათბურთელის მეტსახელად "შავი მამბას" გარდაცვალებას ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები - წაიკითხეთ რას წერენ ისინი სოციალურ ქსელებში.

შაკილ ო'ნილი

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც გამოხატავს იმ ტკივილს, რასაც ჩემი მეგობრის, ჩემი ძმის და გამარჯვებულ ჩემპიონატებში ჩემო პარტნიორის დაკარგვის შედეგად განვიცდი. მიყვარხარ და მომენატრები. ვუთანაგრძნობ ბრაიატის ოჯახს და ყველა იმ მგზავრის ოჯახს, რომელიც ვერტფმრენში იყო. ახლა ცუდად ვარ!".

დონალდ ტრამპი

"ცნობები არის, რომ დიდებული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და კიდევ სამი ადამიანი კალიფორნიაში ვერტმფრენის ავარიის შედეგად გარდაიცვალნენ. ეს საშინელი ინფორმაციაა!".

ბარაკ ობამა

"კობი ლეგენდა იყო მოედანზე. ჯიანას დაკარგვა კიდევ უფრო გულგასატეხია როგორც მშობლებისთვის. მიშელი და მე ვუგზავნით სიყვარულსა და ლოცვებს ბრაიანტის ოჯახს ამ წარმოუდგენელ დღეზე".

ჯეისონ კიდი

"მომენატრები ძმაო. ჩემი ფიქრები ბრაიანტის ოჯახთან არის ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე".

ნეიმარი

PSG-ს და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, ნეიმარმა, ლილის წინააღმდეგ თამაშში გატანილი გოლი კობი ბრაიანტს მიუძღვნა.

მელანია ტრამპი

"ფიქრები და ლოცვები არის კობი ბრაიანტის ოჯახისკენ და მათკენ, ვინც დღევანდელ ტრაგიკულ ავარიაში საყვარელი ადამიანები დაკარგეს. მშვიდად განისვენეთ".

ზაზა ფაჩულია

"ძალიან ადრე. ძალიან საწყენია. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის".

Nike

"მილიონობით ათლეტთან და ფანთან ერთად მსოფლიოს გარშემო, ჩვენ განადგურებულები ვართ დღევანდელი ტრაგიკული ინფორმაციით.

ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ათლეტი მისი თაობიდან და ჰქონდა შეუაფასებელი გავლენა სპორტის სამყაროსა და კალათბურთის საზოგადოებაზე. ის იყო საყვარელი წევრი ნაიკის ოჯახის. ძალიან მოგვენატრება. მამბა ყოველთვის".

ჰოლი ბერი

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ჩემი სევდის სიღრმეს გამოხატავენ. სიყვარული და სიძლიერე კობის მთელ ოჯახსა და დღევანდელი ავარიის დროს ყველა დაღუპულის ოჯახს".

ალექს მორგანი

"ჩემი გული დამძიმებულია კობი ბრაიანტზე ინფორმაციით. ლოცვები მისი ოჯახისკენ ამ წარმოუდგენელ დროს".

კომენტარები