კონგრესმენების წერილი გახარიას

მეზურნიშვილი კონგრესმენების წერილებზე: როცა არ შეესაბამება სიმართლეს, ვერ მოყვება რეაქცია

რეალური ფაქტები არის ის, რომ დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, უმაღლეს დონეზე არის ასული.  

ეს არის უზუსტობა, როდესაც რაღაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმას, ავტომატურად, ვერ მოყვება რეაქცია.  

არ შეიძლება ასეთი უზუსტობების, გზავნილების გაკეთება. ასეთი განცხადებები და წერილები ჩვენს ურთიერთობას წინ ვერ წასწევს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკული წერილი გუშინ აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

კომენტარები