მიწისძვრა თურქეთში

გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს. პრემიერი ამის შესახებ ტვიტერში წერს. 

"ჩემი თანაგრძნობა და სოლიდარობა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს. საქართველო დგას თურქეთის გვერდით ამ მძიმე წუთებში," - დაწერა გახარიამ. 

24 იანვარს აღმოსავლეთ თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა 1030 პირი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მიწისძვრის შედეგად ეპიცენტრში რამდენიმე შენობაც დაინგრა.

116 ადამიანი ელაზიგის პროვინციაში დაიღუპა, ხოლო 4 მეზობელ მალათაიას პროვინციაში. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, 30 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.

კომენტარები