ევროპარლამენტარები საქართველოზე

კუჭავა ევროპარლამენტარებს: ზოგიერთი კითხვა აჩვენებს, რომ თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს

ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც აქ წამოიჭრა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში თქვენ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მოგაწოდეს, რაზეც მოხარული ვიქნები, რომ არამხოლოდ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, არამედ ამავდროულად ფაქტებიც წარმოგიდგინოთ. 

უპირველეს ყოვლისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ რამდენიმე ვერსია წარმოგვიდგინეს, როგორ უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები. სამწუხაროდ, ისინი, ჩვენი აზრით, არაკონსტიტუციურია. ახლა ჩვენი დროა, რომ წარვადგინოთ ჩვენი ვერსია და ჩვენ მათ პასუხს ველოდებით. კონსენსუსი ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაც საკითხზე უნდა შეთანხმდეს და მათ უნდა ითამაშონ ისე, რომ დათმონ რაღაც მნიშვნელოვანი პრინციპი იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება. ჩვენ მივაწოდეთ მათ ისეთი ვერსია, რომელიც საუკეთესოდ იქნა მიჩნეული გარდამავალი პერიოდისთვის, სანამ 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, რადგანაც კანონპროექტი, რომელიც ჩვენ ჩავაგდეთ, თარიღს ეხებოდა. ქართული ოცნება იყო ის, ვინც ეს კონსტიტუციაში ასახა. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს იქნება. 

სამწუხაროდ, ინფორმაცია ათობით ათასი ადამიანის პროტესტის შესახებ არასწორია. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვის შემდეგ თავდაპირველად ქუჩაში მართლაც გამოვიდნენ ნამდვილი, პატრიოტი ადამიანები, ქართველი ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს - და თუ არ გინახავთ, მოხარული ვიქნები, წარმოგიდგინოთ ბოლოს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია, როდესაც ოპოზიციის ლიედერები ცდილობდნენ, ყველასთვის ეთქვათ, ცდილობდნენ, ყველა ეიძულებინათ, დასხმოდნენ თავს პარლამენტს და ეს არ არის არც დაფარული ამბავი და არც ჭორაობა, ამას აქვს მტკიცებულებები, ფაქტები. 

ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ, ევროპარლამენტარებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნება პირობის არშესრულებისა და პოლიტიკური დევნისთვის გააკრიტიკეს.

კომენტარები