ევროპარლამენტარები საქართველოზე

ჰალიცკი: დახმარებაზე უარი ევროპის მოლოდინებისა და კეთილგანწყობის წინააღმდეგაა მიმართული

მე მოვისმინე ბატონი ღარიბაშვილის განცხადება. გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ ჯერ არ არის მიღებული. ეს მეორე ნაწილი იყო იმ დახმარების, რომელიც პირობითია და მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი თანამშრომლობის. ამ დახმარების გაცემა, ერთი მხრივ, უკავშირდებოდა ანტიკორუფციულ საქმიანობას, რომელიც არ ხორციელდებოდა და, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემის რეფორმას, სამართლის უზენაესობას და პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. ჩემმა კოლეგამ, ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ ვერ იტყვი უარს დახმარებაზე, თუ მას არ გთავაზობენ. ეს ასეა. ვითარება ასე დგას – ეს დახმარება ქართველი ხალხისა და კომპანიებისთვისაა და თუ პრემიერმინისტრი ამ მოედანზე არ ითანამშრომლებს, ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავა. 

უარი პოლიტიკური საკითხია და ის ევროპის მოლოდინებისა და კეთილგანწყობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ მხარეს კეთილგანწყობა გვაქვს, თუმცა, მეორე მხარეს ამ კეთილგანწყობას ვერ ვხედავთ. 

თქვა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან, ანდრეი ჰალიცკიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები