პროპორციული არჩევნები

ძიძიგური: 1990-ში მრგვალი მაგიდა პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, კომუნისტები ეწინააღდეგებოდნენ

1990 წელს მრგვალი მაგიდა და კომუნისტური ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდა არჩევნების თემაზე. მრგვალი მაგიდა, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს და წინააღმდეგი იყო კომუნისტური ხელისუფლება. მაშინ მე მრგვალი მაგიდის დავალებით, განვახორციელე რკინიგზის პიკეტირება...30 წლის წინ პოლიტიკური ოპოზიცია ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს და შარშან ვხუმრობდი იმაზე, რომ რასაც ზვიად გამსახურდია კომუნისტებს სთხოვდა 29 წლის წინ, ის ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა-მეთქი ამდენი წლის შემდეგ და ნამდვილად, გულწრფელად ვიყავი გახარებული.

პარლამენტის წევრი, ზვიად ძიძიგური იხსენებს, როგორ ითხოვდა ეროვნული მოძრაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ძიძიგურმა ქართული ოცნება ნოემბერში დატოვა მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ჩააგდო.

კომენტარები