სახალხო დამცველის ანგარიში

წულუკიანი ლომჯარიას: მეგონა კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენას ჩემს სახელს დაუკავშირებდით

რაკი სუბკულტურა არის დღეს წამყვანი თემა, მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. მე მადლობა მინდა გადავუხადო ომბუდსმენს, იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში თითქოს სუბკულტურა, ვითარცა ძველი დროის ურდო მაშინ შემოესია ქვეყანას, როცა მე შევიერთე, პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის. მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის გაჩენა და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. მადლობა რომ ეს ასე არ არის. პირდაპირ არის აღნიშნული ანგარიშში რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის დამახასიათებელი სენია. 

ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციხეებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ.

კომენტარები