ერაყი

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მახლობლად სამი რაკეტა ჩამოაგდეს

Wikipedia

რამდენიმე წუთის წინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მწვანე ზონაში სამი ე.წ. კატიუშას ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. აქედან ორი რაკეტა აშშ-ის საელჩოს მახლობლად ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამი რაკეტა ბაღდადის მახლობლად, ზაფარანიაჰის რაიონიდან გაისროლეს.

BBC-ის კორესპონდენტი ნაფისეჰ კონავარდი Twitter-ში ავრცელებს ვიდეოს, სადაც სირენის ხმა ისმის.

სხვა ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

3 იანვარს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აშშ-მა ირანს საპასუხოდ დამატებითი სანქციები დაუწესა.

კომენტარები