James Bond

პროდუსერი: ჯეიმს ბონდი შესაძლოა იყოს ნებისმიერი კანის ფერის, მაგრამ ის არის კაცი

დენიელ ქრეიგი და ბარბარა ბროკოლი

ჯეიმს ბონდის ფილმების პროდუსერმა, ბარბარა ბროკოლიმ, კიდევ ერთხელ ისაუბრა აგენტი 007-ის შესაძლო ქალობაზე.

No Time to Die, რომელიც 2020 წლის 2 აპრილს გამოვა, დენიელ ქრეიგის ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ფილმი იქნება და ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს მას ამ როლზე.

"ჯეიმს ბონდი შესაძლოა იყოს ნებისმიერი კანის ფერის, მაგრამ ის არის კაცი. მე მწამს, რომ ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ახალ პერსონაჟებს ქალებისთვის - ძლიერ ქალ პერსონაჟებს. არ ვარ დაინერესებული იმით, რომ კაც პერსონაჟში ქალი ვათამაშო. ქალები ბევრად უფრო საინტერესოები არიან", - თქვა ბარბარა ბროკოლიმ Variety-სთან საუბრისას.

No Time to Die-ს თრეილერში ლაშანა ლინჩის გამოჩენამ დაადასტურა, რომ ის ფილმში მართლაც შეასრულებს აგენტის როლს, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ დენიელ ქრეიგის ჯეიმს ბონდს საქმიანობა მიტოვებული აქვს.

კომენტარები