James Bond

”განზე გადექით კაცებო” - პირს ბროსნანს სურს, რომ შემდეგი ჯეიმს ბონდი ქალი იყოს

Telegraph.com

ყოფილი ჯეიმს ბონდის, პირს ბროსნანის თქმით, დროა კაცები განზე გადგნენ და აგენტი 007-ის როლი ქალმა შეასრულოს.

პირს ბროსნანს ჯეიმს ბონდის როლი 4-ჯერ აქვს შესრულებული.

”ვფიქრობ, საკმარისად ვუყურეთ უკვე კაცებს, რომლებიც უკანასკნელი 40 წელია ამ როლს ასრულებენ. განზე გადექით კაცებო და ადგილი ქალს დაუთმეთ. ვფიქრობ, ეს ამაღელვებელი იქნება”, - თქვა პირს ბროსნანმა.

ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმში აგენტი 007-ის როლს პირველად შეასრულებს ქალი მსახიობი ლაშანა ლინჩი. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

მიუხედავად ამისა, პირს ბროსნანი ფიქრობს რომ ბონდის ფილმების ამჟამინდელი პროდუსერები მაიკლ უილსონი და ბარბარა ბროკოლი აგენტის როლს ქალს არ მისცემენ.

”არ მგონია ეს მოხდეს ბროკოლების პროდუსერობის დროს”, - თქვა მსახიობმა.

კომენტარები