James Bond

ემილია კლარკს ჯეიმს ბონდის როლის შესრულება სურს

Variety.com

Game of Thrones-ის ვარსკვლავს, ემილია კლარკს, ჯეიმს ბონდის როლის შესრულება სურს.

მსახიობს Empire Magazine-ის ჟურნალისტმა კითხა, თუ მოირგებდა ჯეიმს ბონდის ცნობილ სმოკინგს, რაზეც კლარკმა უპასუხა:

"დიახ! ცხადია! აუცილებლად! ჯეიმს ბონდი ისეთი პროდუქტია, რომელიც ცუდი არასდროს იქნება. შენ შეიძლება ყველაზე ცუდი ჯეიმს ბონდი ითამაშო მსოფლიოში, თუმცა ის მაინც მაგარი იქნება".

ჯეიმს ბონდის ქალ შემსრულებელზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა რომ მომავალი ფილმი დენიელ ქრეიგისთვის ბოლო იქნება და აგენტის ადგილი ვაკანტურია.

ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმში აგენტი 007-ის როლს პირველად შეასრულებს ქალი მსახიობი ლაშანა ლინჩი. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

კომენტარები