თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 124 950 ლარით დააჯარიმა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს შ.პ.ს. სახელმწიფო კვების კომპანიამ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა

უწყების მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები გაგზავნეს.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა.

თავდაცვის სამინისტროში, შეიცვალა კვების რაციონი - არისკაცები ამიერიდან გაუყინავი ხორცით მომზადებულ საკვებს მიიღებენ.

უწყებისვე ცნობით, გამკაცრდა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი - თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.

კომენტარები