ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

apsnypress

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტმებერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედმა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ მეორე ტურში გაიმარჯვა. 

ამგვარად, საოუპაციო რეჟიმის სასამართლომ დააკმაყოფილა ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც შედეგებს გაუქმებას ითხოვდა. ე.წ. სასამართლოს დადგენილებით, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების საჭიროებას ქმნის. 

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს რაულ ხაჯინბა. ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვებიის განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში 47%-ით რაულ ხაჯინბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა 46% დააგროვა. 

ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. გუშინ, 10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. ხაჯინბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

კომენტარები