მსოფლიო ბანკმა 2019 და 2020 წლებისთვის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
2019 წლის ივლისში, მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ გასულ წელს გლობალური ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდებოდა, ახლა კი პროგნოზი 2.4%-მდე შემცირდა.
2008-2009 წლების ფინანსური კრიზის მერე მსოფლიოს ეკონომიკისთვის ეს ყველაზე დაბალი წლიური ზრდაა.
რაც შეეხება მიმდინარე, 2020 წელს, მსოფლიო ბანკის თავდაპირველი პროგნოზით, ეკონომიკურ ზრდას 2.7% უნდა შეედგინა, მოგვიანებით კი პროგნოზი 2.5%-მდე ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ პროგნოზის შემცირება განვითარებული ქვეყნების ხარჯზე ხდება - თუ ინდუსტრიული ქვეყნების ზრდის პროგნოზი აქამდე 1.6% იყო, ახლა 1.4%-მდეა შემცირებული, მაშინ, როცა განვითარებადი ქვეყნების პროგნოზი 3.5%-დან 4.1%-მდე გაიზარდა.