ესტონეთი

ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის საელჩოს საჩუქარი, ყირიმში დამზადებული შამპანური, არ მიიღო

Estonian World

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მუდმივად უჭერდა მხარს, რუსეთის საელჩოსგან დაბადების დღის საჩუქრის მიღებაზე უარი თქვა. 

ერთი ბოთლი შამპანური, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იყო დამზადებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საელჩოს უკან გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინული მედია ესტონურ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ესტონური გაზეთის, Eesti Ekspress-ის ცნობით, კალიულაიდმა თავისი 50-ე იუბილე 30 დეკემბერს აღნიშნა. 

კომენტარები