ესპანეთი

ესპანეთს კოალიციური მთავრობა ჰყავს - პარლამენტმა სანჩესს მხარი დაუჭირა

პედრო სანჩესი
Politico

თითქმის ერთი წლის შემდეგ ესპანეთის სოციალისტ პრემიერმინისტრს პედრო სანჩესს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა. სანჩესს რეგიონალურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს და მან ორი ხმით მოიგო. პედრო სანჩესის პარტიამ კოალიციური მთავრობა მემარცხენე პოდემოსთან ერთად ჩამოაყალიბა.

პარლამენტის ქვედა პალატიდან 350 პარლამენტარიდან 167-მა სანჩესს მხარი დაუჭირა, 165-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.

"მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დაძაბულობის განმუხტვა და ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სივრცე კონსესუსისა და შეთანხმებისთვის," - ხმის მიცემამდე სანჩესმა პარლამენტარებს მიმართა.

სანჩესმა თქვა, რომ ამგვარი კოალიციური მთავრობა ესპანეთისთვის ერთადერთი ვარიანტი იყო.

კატალონიის ყველაზე დიდი სეპარატისტული პარტიიდან (ERC) 13-მა პარლამენტარმა, ხოლო ბასკების პარტიიდან Bildu 5 პარლამენტარმა ხმისმიცემისგან თავი შეიკავა.

კატალონიის პარტიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სანჩესი კატალონიის მომავალზე დიალოგის განახლებაზე დათანხმდა. 

ხმის მიცემაზე იმყოფებოდა პოდემოსის პარლამენტარი აინა ვიდალი, რომელიც სიმსივნის გამო კვირას გამართულ კენჭისყრას არ ესწრებოდა. ხმის მიცემის შემდეგ მას თაიგული მიართვეს.

სანჩესი ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ იკავებს, როდესაც უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მოახერხა და სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ განმეორებითი არჩევნები ნომებერში დაინიშნა. უმრავლესობა კვლავ ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის არჩევნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე იყო. 28 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში, პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის გამო რამდენიმე თვეში ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

კომენტარები