ირანი

ირანის პარლამენტმა პენტაგონი და აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა

Twitter

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დელეგატები სკანდირებდნენ სიტყვებს "სიკვდილი ამერიკას".

ამავე სესიაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა ყუდსის ძალებისათვის, რომელსაც სოლეიმანი მეთაურობდა, ბიუჯეტის გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

ამის შემდეგ ერაყის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას. პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

კომენტარები