მარნეულის კლინიკა "ავერსში" ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსს კლინიკაში უთხრეს, ბავშვი შოკურ მდგომარეობაში დაგვიანებით, ორი დღის შემდეგ მიიყვანეს. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.
სააგენტოს ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





